გთავაზობთ პროფესიულ პროგრამებზე 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე

აპლიკანტთა რეგისტრაციის განრიგს:

რეგისტრაცია: 2 ოქტომბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით

პრეტესტი: 26 ოქტომბერი

მისაღები გამოცდა: 27 ოქტომბერი

პროფესიული პროგრამების ჩამონათვლი:

  1. აგრომექანიზაცია
  2. ელექტროობა
  3. ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება
  4. სასტუმრო მომსახურება
  5. შედუღება
  6. ვებტექნოლოგიები
  7. ვეტერინარია
  8. იატაკისა და ფილის სამუშაოები
  9. სავტომობილო გზების მშენებლობა
  10. სატყეო საქმე
  11. ხის მხატვრული დამუშავება

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად კოლეჯში წარმოსადგენი საბუთები:

ა)  პირადი (სსსმ  პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება,

 ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლლევის გარეშე. (საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინონ დედანი, რომელიც შედარდება ასლთან. ასლის წარმოდგენის შემთხვევაში ნამდვილობა დადადსტურებული უნდა იყოს ნოტარიულად).

დ)  მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი

ე) ორი ფოტოსურათი 3×4 -ზე;

)  სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი;

ზ) აღნიშნული  დოკუმენტების გარდა დაწესებულებას უფლება აქვს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომელიც მითითებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებისას განცხადებაში.

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერი №98/ნ ბრძანების  „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭებამდე  პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, უნდა  წარუდგინოს კოლეჯს  სიიპ-განათალების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ატესტატის აღიარების დოკუმენტი.

)2009 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 19 მარტის  ბრძანების N 147, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლებისა აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის  მიანიჭებამდე პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოლეჯს უნდა  წარმოუდგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი.

კ) არასრულწლოვანმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს  დაბადების მოწმობის  ასლი და მისი წარმომადგენლის (მშობელი/მეურვე) პირადობის მოწმობის ასლი, რომლითაც დადასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა.

ლ) პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამაზე ,,შედუღება“ ჩასარიცხად დამატებით  წარმოდგენილი უნდა იქნას ჯანმრთელობის ცნობა N100;