29 ოქტომბერის ახალციხის ციხის ციტადელზე გაიმართა “ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის” ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული კლუბების SKYE PERFECTION- ისა და SKYE VISION-ის დახურვის ღონისძიება.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოთხრეგიონში, SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ “ ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისათვის” პროექტის მენეჯერი ნინო ნუცუბიძე, World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ირაკლი გიორბელიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, სსიპ კოლეჯის „ოპიზარი“ წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქ. ვალეს ტერიტორიულ ერთეულში ელიოზ ბარბლიშვილი, ქ. ვალეს საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერი გიორგი ასპანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ პროექტს ადგილობრივად პარტნიორობა გაუწია სსიპ კოლეჯის “ოპიზარი” ადმინისტრაციამ.
კლუბის წევრებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვა და სხვა აქტივობები და ვიდეო კოლაჟები.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებსა და პროექტის ყველა პარტნიორს გადაეცა მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები.
შეხვედრა დასრულდა სქაი ვიჟენის ფლეშმობით.