სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ მხარე – სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ქ. ახალციხეში. იგი დაარსებულ იქნა 1977 წელს. არსებობის მრავალწლიანი დროის განმავლობაში პროფესიული სასწავლებელი წარმატებით ასრულებს მის მთავრ მისისას – მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად.

    კოლეჯმა ფეხი აუწყო მიმდინარე ცვლილებებს, მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია, უახლესი ინვენტარით. აღჭურვა, თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით.   სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის  გაეროს განვითარების პროგრამასა და სხვა დონორ ორგანიზაციებს, რომელთა თანადგომითაც კოლეჯში შეიქმნა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღესდღეობით „ოპიზარი“ ახორციელებს ფორმალური განათლებისა პროფესიული საგამნანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიული მომზადება- გადამზადების პროგრამებს.

    ავტორიზაციის პროცესების პარალელურად დაიხვეწა სასწავლო პროგრამები და შესაბამისი მატერიალური რესურსები. 2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებასა და  მოდულური პროგრამების პილოტირებაში, 2016 წელს კი კოლეჯმა პირველმა გაიარა პილოტირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა მეცხოველეობა (მესაქონლეობა)-ში დუალური მიდგომით.

   დღევანდელი მდგომარეობით კოლეჯში ავტორიზებულია 28 მოდულური პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამა (მათ შორის 5 დუალური და 3 ინტეგრირებული).   

   კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. დაწესებულების ბაზაზე არსებობს სასწავლო ლაბორატორიები და აუდიტორიები თეორიული სწავლებისათვის. კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. აგებულია სტანდარტული პანდუსი, ლიფტი და ა. შ.

    საბიუჯეტო გრძელვადიან პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.

     კოლეჯში ინოვაციური იდეების განხორციელების მიზნით, შეიქმნა და წარმატებისთ მუშაობს „სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია“.  ,,ფაბლაბ ოპიზარის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ეხმარება ყველა პროფესიის სტუდენტს საკუთარი კრიატიული იდეების რეალიზაციაში. ინფორმაციული ტექნოლოგიის კაბინეტში დამონტაჟებულია სმარტ დაფა, კოლეჯში ფუნქციონირებს საერთაშორისო ამერიკული ciscos აკადემია და ბიბლიოთეკა რომელიც აღჭურვილია მატერიალური და ელექტრონული წიგნადი ფონდით.

    „ოპიზარი“  მუდმივად ორიენტირებულია ხარისხის ამაღლებაზე, სწორედ ამიტომ აქტიურად მონაწილეობს საქართველოში განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროგრამაში . 2016 წელს კოლეჯმა  ერთერთმა  პირველმა გაიარა პროფესიულ განათლების სივრცეში ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.

     კოლეჯი საერთაშორისო ორგანოზაციების მხარდაჭერით წარმატებიით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

     კოლეჯი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმართველობის ღონისძიებებში, ხშირად მასპინძლობს პროფესიულ ასოციაციებს და კავშირებს, აწყობს ერთობლივ ღონისძიებებს.

   კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პროფესიული განათლების დაწესებულებებთან. მათ შორის,  აღსანიშნავია ესტონეთის ქ. ტალინის „სამშენებლო სკოლა.“

   სსიპ    კოლეჯ  “ოპიზარის”  საკუთრებაშია  ქ.  ახალციხეში  რუსთაველის  ქ.  #111  -ში  მდებარე  მიწის  ნაკვეთი  (ფართობი  30674,00  კვ.მმ),  მასზე განლაგებული   სასწავლო კორპუსითა და ახლად აშენებული სახელოსნოებით.

      ახალგაზრდული ქსელი „თაობა“-სა და კოლეჯი „ოპიზარi“-ს ერთობლივი  პროექტის ფარგლებში კოლეჯში შეიქმნა ბავშვთა დღის ცენტრი , სადაც სტუდენტები, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ლექციების დროს შეძლებენ ბავშვების დატოვებას.

      2022 წელს ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების “ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის” გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კოლოეჯმა მოიპოვა პროექტის  „ახალგაზრდული სივრცის შექმნა ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისთვის“, განხორციელების უფლება. პროექტი განხორციელდა ა/ო  „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი“-ს პარტნიორობით.