კოლეჯ ,,ოპიზარში“ 2020 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) პირადი (სსსმ პირის შემთხვევაში – წარმომადგენლის) განცხადება, ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე. (საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინონ დედანი, რომელიც შედარდება ასლთან. ასლის წარმოდგენის შემთხვევაში ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს ნოტარიულად). დ) მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში – წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი ე) ორი ფოტოსურათი 3×4 -ზე; ვ) სხვა დოკუმენტის ასლი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი; ზ)აღნიშნული დოკუმენტების გარდა დაწესებულებას უფლება აქვს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მოსთხოვოს სხვა დოკუმენტები, რომელიც მითითებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებისას განცხადებაში. თ)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერი №98/ნ ბრძანების „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭებამდე პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, უნდა წარუდგინოს კოლეჯს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ატესტატის აღიარების დოკუმენტი. ი)2009 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 19 მარტის ბრძანების N 147, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭებამდე პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოლეჯს უნდა წარმოუდგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი. კ) არასრულწლოვანმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მისი წარმომადგენლის (მშობელი/მეურვე) პირადობის მოწმობის ასლი, რომლითაც დადასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა. საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 სექტემბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით. გაცნობებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად 2020 წლის პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია და შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: vet.emis.ge საბოლოო სიების გამოქვეყნებამდე ჩარიცხვის კანდიდატ აპლიკანტებს დაგიკავშირდებიან კოლეჯიდან. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მობრძანდით კოლეჯში, მისამართზე ქ. ახალციხე რუსთაველის ქN111