საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. ცვლილების თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
გილოცავთ ამ სასიამოვნო სიახლეს