3,000 IT სპეციალისტის გადაამზადების პროგრამა გრძელდება! ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას აგრძელებს.7 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ კურსზე, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, გეიმ და მობაილ დეველოპმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლეკჩეინი, ქსელები, ვირტუალიზაცია და ხვა. ჯამში 45 მიმართულება. გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის ასევე დამატებით კურსს პროდაქტ მენეჯმენტში და ფრილანსერობაში, რათა შეიძინოს საჭირო უნარები (soft skills) და შეძლოს იმუშაოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვეთებთან / კომპანიებთან. კურსების უმრაველსობა მოიცავს ასევე რეალურ პროექტებზე მუშაობს. კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ კი ყველა კურსდამთავრებული მიიღებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდის ვაუჩერს. პირველი ნაკადის მიღება გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა და თავდაპირველად 500-ზე მეტი IT სპეციალისტი გადამზადდა, რომელთა უმრავლესობამ (70%) შეძლო წარმატებით ჩაებარებინა საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა და მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება. ტრენინგების ჩატარებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი IT ტრენინგ პროვაიდერი, New Horizons უზრუნველყოფს, Space Cad-თან და თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან ერთად. ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე და მას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ict.gov.ge