საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის  №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – კოლეჯ „ოპიზარის“  წესდების შესაბამისად, კოლეჯის სამეთვალყურეო ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო.სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა წარმომადგენელს ირჩევენ კოლეჯში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლები.

სსიპ კოლეჯ ,,ოპიზარის“დირექტორის  2021 წლის 24 თებერვლის  N7 ბრძანებით გამოცხადდა კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოში პროფესიული განათლების მასწავლებელთა  წარმომადგენლების მსურველთა რეგისტრაცია და რეგისტრაციის ვადა  განისაზღვრა 2021 წლის  25 თებერვლიდან 2021 წლის 12 მარტის ჩათვლით პერიოდი.

სამეთვალყურეოა საბჭოს წევრობის მსურველმა კანდიდატებმა კოლეჯში უნდა წარმოადგინონ დირექტორის სახელზე განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და cv.

რეგისტრაცია წარმოებს კოლეჯში მისამართზე: ქ. ახალციხე,  რუსთაველის ქ# 111 ან /და ელექტრონულ მისამართზე-belaavalishvili@gmail.com

ყოველ სამუშაო დღეებში 09:00-18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგმართეთ ტელეფონზე: 591411180; 591919103