კოლეჯ „ოპიზარში“ 2020 წლის მიღებაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყება 5 ოქტომბერს 9.30 საათზე!
გთხოვთ, თან იქონიეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია! კოლეჯში შესვლამდე, ნებისმიერი პირი გაივლის თერმოსკრინინგს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები, ყურადღებით გაეცნოთ შენობის თვალსაჩინო ადგილებში გამოკრულ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას და სადეზინფექციო საშუალებების სწორად მოხმარების ინსტრუქციებს.

კოლეჯი „ოპიზარი“ გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!