სსიპ კოლეჯის ,,ოპიზარი“

მ ი ს ი ა

კოლეჯის მისიაა მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული პროფესიონალი კადრები, საზოგადოების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

დაწესებულების მიზანია: რეგიონის  შრომისბაზრის მოთხოვნათა ანალიზის მიხედვით სპეციალისტთა მომზადება რეგიონის სტრუქტურული ერთეულებისათვის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე, თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების  გავრცელება. მოკლევადიანი პროფესიული განათლების პროგრამებით წარმოებაში დასაქმებულ პირთა მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამშრომლობა სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და დაწესებულებებთან. კოლეჯის ამოცანაა დაამკვიდროს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, შესძინოს სტუდენტებს საჭირო ცოდნა და უნარები, მუდმივად იზრუნოს პედაგოგების ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.