სსიპ კოლეჯ ,,ოპიზარში“ პროფესიული ინკლუზიური განათლება ხორციელდება 2013 წლის შემოდგომიდან. ამ მიმართულებით კოლეჯში მუშაობს 1 ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და 1 სასწავლო პროცესის ასისტენტი.
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და სასწავლო პროცესის ასისტენტი კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერთან ერთად ახორციელებენ შშმ/ სსსმ პირების რეკრუტირებას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის მიზნით და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს საკუთარი სამოქმედო გეგმის მიხედვით.
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და სასწავლო პროცესის ასისტენტი ჩართულები არიან სსსმ/შშმ პირების სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, რაც მოიცავს სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრას, პედაგოგებთან მჭიდრო თანამშრომლობას ,მასალის ადაპტირებას, ფიზიკური გარემოს მორგებას როგორც კოლეჯში ასევე პრაქტიკის ობიექტებზე, ტრანსპორტირების დაგეგმვას.
კოლეჯის გარემო სრულადაა ადაპტირებული უნივერსალური დიზაინით, რაც ხელს შეუწყობს სსსმ და შშმ სტუდენტების სასწავლო პროცესს.
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი და სასწავლო პროცესის ასისტენტი პერიოდულად გადიან ტრენინგებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ასევე, პროექტის ფარგლებში კოლეჯში პედაგოგებისათვის ტარდება ტრენინგები ინკლუზიურ განათლების შესახებ. პედაგოგები, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სასწავლო პროცესის ასისტენტი აქტიურად არიან ჩართულები აღნიშნულ ტრენინგებში.
2014 წლის 9-13 ნოემბერს პროექტის ფარგლებში სსიპ კოლეჯის ,,ოპიზარი ’’ დირექტორი და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნორვეგიაში, კერძოდ ნორვეგიის 2 ქალაქში ოსლოსა და ჰამარში. გაეცვნენ ნორვეგიის განათლების სისტემას და გაიზიარეს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით ნორვეგიის გამოცდილება.
სსსმ/შშმ პირები , რომელთაც აქვთ საბაზო ან სრული ზოგადი განათლება კოლეჯში ირიცხებიან ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით (საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული მოსინჯვა, რაც აპლიკანტს წარმოდგენას უქმნის მომავალ პროფესიაზე).
