სსიპ კოლეჯის “ოპიზარი” ბაზაზე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაინერგება ახალი მოკლევადიანი (45 საათი) სასერტიფიკაციო პროგრამა „რეგიონული ტურისტული გიდის მომზადება – გადამზადების კურსი“. რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების კურსი მიზნად ისახავს ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდების გადამზადებას. ტურისტულ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს სასწავლო პროგრამა დაეხმარება განავითარონ გიდის რიგი საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევები და იმავდროულად შეიძინონ რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული ტურისტული პროდუქტების შექმნის კომპეტენცია და გამოცდილება. ამგვარად, კურსი ემსახურება რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას, რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენას და ეფექტიანად გამოყენებას.მეცადინეობები ჩატარდება 2 თვის მანძილზე. კურსი მოიცავს 15 სამსაათიან სააუდიტორიო და საველე მეცადინეობას.
პირველი საპილოტე კურსი მონაწილეებისთვის უფასო იქნება. დაინტერესებულ პირებს მოუწევთ აპლიკაციის წარდგენა და შესარჩევი პროცედურის გავლა. კურსზე მიღება გამოცხადდება სექტემბერში.კურსის განხორციელების მხარდაჭერასა და დაფინანსებას უზრუნველყოფს USAID – ის პროექტი “ზრდა” საქართველოში და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი.
დამატებითი და დასაზუსტებელი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით სსიპ კოლეჯში “ოპიზარი” ქ. ახალციხე რუსთაველის ქ#111 ტელ: 577200730; 0365221741.