სსიპ კოლეჯი “ოპიზარი” გიწვევთ ახალ კურსზე: „ინტელექტუალური სინერგია: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები თანამედროვე ეპოქაში“! 

კურსი სრულად ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საკონკურსო პროექტის: ,,საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება“ ფარგლებშიჩვენი კურსი ფარავს 5 მძლავრ AI ინსტრუმენტს: ChatGPT, Gemini, Gamma App, Claude და Bing! მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად […]

სლოვენი სპეციალისტების მასტერკლასები ტყეში უსაფრთხო მუშაობის შესახებ

სსიპ კოლეჯი “ოპიზარის” პედაგოგები და სტუდენტები სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დაესწრენ სლოვენი სპეციალისტების მასტერკლასებს. შემდეგში ჩვენი პედაგოგები რომლებმაც სლოვენიაში გაიარეს გადამზადება გააგრძელებენ აღნიშნულ ტრენინგებს. მადლობა ამ შესაძლებლობისა და საუკეთესო თანამშრომლობისთვის.

9-16 ივნისს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „ვეტერინარია“ს ხელმძღვანელმა მარიამ ხითარიშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაინიცირებულ კონკურსში წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ტრისდორფის კოლეჯში. ვიზიტის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაძლიერება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.

ქალაქ ახალციხეში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოფენა „ქართული ქანდაკება: ხედვა წარსულსა და მომავალზე“ გაიხსნა

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი „ ოპიზარი“-ს დირექტორმა ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა. გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ექსპოზიციაში დამთვალიერებელი ნახავს ქართული ქანდაკების სკოლის ფუძემდებლების, მოქმედი პროფესიონალი ხელოვანებისა და ახალგაზრდა შემოქმედთა სკულპტურულ ქმნილებებს. წარმოდგენილია ასევე კოლეჯი „ოპიზარი“-ს პედაგოგის […]

საქართველოს მასშტაბით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის “კულინარიული კონკურსი 2024” გაიმართა.

12 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის სსიპ კოლეჯი “ოპიზარის” სტუდენტი – ლანა შამანაძე იღებდა მონაწილეობას. კონკურსში მომაწილეობის მიღება ლანასთვის კარგი გამოცდილებაა. ეს მხოლოდ დასაწყისია წინ ბევრი წარმატება ელის ჩვენს ყოჩაღ გოგოს.

18 ივნისს სსიპ კოლეჯ “ოპიზარში” სტუმრად იმყოფებოდა სლოვენიის ქალაქ პოსტონას სატყეო კოლეჯის წარმომადგენელი. თანამშრომლობითი ვიზიტი ითვალისწინებდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვას ერასმუსის პროექტის ფარგლებში

ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან კოლეჯს, სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების გაცნობის მიზნით, საჩუქრად გადმოეცა გზამკვლევები.

სსიპ კოლეჯ “ოპიზარში” პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული სახელმწიფო დაფინანსებით. სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი’’ აცხადებს მიღებას 2024 წლის 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. შედუღება (III დონე) -მოდულური, სწავლის ხანგრძლივობა 7 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაზო განათლება. […]

პროექტის „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება

დღეს, 18 იანვარს სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა პროექტის „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება.შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ა/ო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ:ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, კლეოპატრა ქარუმაშვილი;სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ელენა ბეგიაშვილი და ეკატერინე წამალაშვილი;სსიპ დასაქმების ხელშეწყობის […]