სსიპ კოლეჯი „ოპიზარის“ პედაგოგები და სტუდენტები სლოვენიელი სპეციალისტების მასტერკლასებზე

სსიპ კოლეჯი „ოპიზარის“ პედაგოგები და სტუდენტები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დაესწრნენ სლოვენიელი სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებს. 🔹 მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.🔹 სლოვენიაში გადამზადებული პედაგოგები სამომავლოდ თავად გაუძღვებიან ტრენინგებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცოდნის გაზიარებისა […]

საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი: კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენელი გერმანიაში

9-16 ივნისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ვეტერინარიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ხითარიშვილმა, წარმატებით გაიარა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ინიცირებული კონკურსის შესარჩევი ეტაპები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ტრისდორფის კოლეჯში. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და […]

ქალაქ ახალციხეში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოფენა „ქართული ქანდაკება: ხედვა წარსულსა და მომავალზე“ გაიხსნა

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი „ ოპიზარი“-ს დირექტორმა ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა. გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ექსპოზიციაში დამთვალიერებელი ნახავს ქართული ქანდაკების სკოლის ფუძემდებლების, მოქმედი პროფესიონალი ხელოვანებისა და ახალგაზრდა შემოქმედთა სკულპტურულ ქმნილებებს. წარმოდგენილია ასევე კოლეჯი „ოპიზარი“-ს პედაგოგის […]

საქართველოს მასშტაბით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის “კულინარიული კონკურსი 2024” გაიმართა.

12 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის სსიპ კოლეჯი “ოპიზარის” სტუდენტი – ლანა შამანაძე იღებდა მონაწილეობას. კონკურსში მომაწილეობის მიღება ლანასთვის კარგი გამოცდილებაა. ეს მხოლოდ დასაწყისია წინ ბევრი წარმატება ელის ჩვენს ყოჩაღ გოგოს.

18 ივნისს სსიპ კოლეჯ “ოპიზარში” სტუმრად იმყოფებოდა სლოვენიის ქალაქ პოსტონას სატყეო კოლეჯის წარმომადგენელი. თანამშრომლობითი ვიზიტი ითვალისწინებდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვას ერასმუსის პროექტის ფარგლებში

ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან კოლეჯს, სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების გაცნობის მიზნით, საჩუქრად გადმოეცა გზამკვლევები.

სსიპ კოლეჯ “ოპიზარში” პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული სახელმწიფო დაფინანსებით. სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი’’ აცხადებს მიღებას 2024 წლის 22 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 1. შედუღება (III დონე) -მოდულური, სწავლის ხანგრძლივობა 7 თვე, პროგრამაზე დაშვების წინაპირობა საბაზო განათლება. […]

პროექტის „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება

დღეს, 18 იანვარს სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა პროექტის „ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება.შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ა/ო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, კერძოდ:ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, კლეოპატრა ქარუმაშვილი;სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ელენა ბეგიაშვილი და ეკატერინე წამალაშვილი;სსიპ დასაქმების ხელშეწყობის […]

სსიპ კოლეჯი “ოპიზარი“, ოქტობმრის თვიდან ახორციელებს პროექტს „ ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთან ერთად“

პროექტის მიზანია პროფესიული დაწესებულების სტუდენტების პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით და ექსტრაკურიკურული აქტივობების დაგეგმვის გზით, კერძოდ, კი: „ახალგაზრდული – პიროვნული განვითარების ბანაკი“-სა და ახალგაზრდების მიერ ბანაკში დაგეგმილი ექსტრაკურიკულური ღონისძიებების შემდგომი განხორციელებით. პროექტის ფარგლებში დღეს, 12 იანვარს ახალგაზრდებს […]