კოლეჯის მისია

კოლეჯის მისიაა, უზრუნველყოს მოთხოვნად პროფესიებზე ორიენტირებული, პრაქტიკული და ინოვაციური განათლება, რომელიც ეფუძნება გლობალურ სტანდარტებს და ადგილობრივ საჭიროებებს.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადების გზით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში .

კოლეჯის ხედვა

2030 წლისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის დაკვეთის შესაბამისად სტუდენტის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოში პროფესიული უნარებისა და აზროვნების განვითარება. კოლეჯი  იყოს სამცხე-ჯავხეთის რეგიონის ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული განათლების მიმართულებით.

კოლეჯის უმთავრესი ღირებულებები

  • პროფესიონალიზმი და ხარისხის მაღალი სტანდარტი
  • ინოვაცია და შემოქმედება
  • თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
  • თანასწორობა, სამართლიანობა, გამჭირვალობა;
  • მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო;
  • სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება
  • ტოლერანტობა