
სსიპ კოლეჯი „ოპიზარის“ პედაგოგები და სტუდენტები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დაესწრნენ სლოვენიელი სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებს.
მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
სლოვენიაში გადამზადებული პედაგოგები სამომავლოდ თავად გაუძღვებიან ტრენინგებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი განათლების პროცესს.
სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის პარტნიორებს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის!


