კოლეჯ “ოპიზარის” ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ აკვაკულტურის თემაზე ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით. ტრენინგის თეორიული ნაწილი მოიცავდა აკვაკულტურის მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივებს, თევზის გავრცელებული სახეობებს, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების თავისებურებებს.

ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა თევზის ფერმაში, სადაც საველე პირობებში განხორციელდა თევზის ანატომიური გაკვეთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით.

ტრენინგმა ხელი შეუწყო სტუდენტების პროფესიული კომპეტენციებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული ვეტერინარიული განათლების თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციის მიმართულებით.