სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსზე „აქტიური მოქალაქეობა მრავალფეროვან და ციფრულ სამყაროში“.

კურსის ფარგლებში მონაწილეები:

  • გააცნობიერებენ მრავალფეროვანი საზოგადოების მნიშვნელობას და თანაცხოვრების პრინციპებს;
  • ისწავლიან უფლებებისა და მოვალეობების ამოცნობას ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • განივითარებენ პასუხისმგებლობას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე;
  • დაეუფლებიან ციფრული მოქალაქეობის უნარებს, მათ შორის კრიტიკულ აზროვნებასა და მედია-წიგნიერებას;
  • შეძლებენ საკუთარი სოციალურ ინიციატივის ან ციფრული კამპანიის დაგეგმვას და პრეზენტაციას.

კურსი შედგება 15 შეხვედრისგან, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კი 2 საათია. შეხვედრები ჩატარდება კოლეჯ „ოპიზარში“.

კურსს გაუძღვება კოლეჯის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და პროფესიით იურისტი — რატი ტატალაშვილი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 595 613 000
ელ. ფოსტა: ratitatalashvili@gmail.com