
კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების შემდეგ პროგრამებზე:
სახერხი ჩარხის მართვა
ხანგრძლივობა: 12 კვირა (240 საათი)
რეგისტრაციის პერიოდი: 8 თებერვალი – 8 მარტი
ხე-ტყის დამზადება
ხანგრძლივობა: 8 კვირა (230 საათი)
რეგისტრაციის პერიოდი: 8 თებერვალი – 8 მარტი
სწავლის დაწყება
სწავლის დაწყების თარიღია 23 მარტი
განხორციელების ადგილი
კოლეჯი „ოპიზარი“ – ქ. ახალციხე, შოთა რუსთაველის ქ. №111
თეორიული სწავლება განხორციელდება კოლეჯის ბაზაზე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი — პარტნიორ ორგანიზაციებში.
დაშვების წინაპირობა
დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება. შერჩევა განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი. სწავლა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
რეგისტრაცია და კონტაქტი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vet.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 597 43 23 00
ან გვეწვიეთ კოლეჯში ადგილზე.
