კოლეჯი „ოპიზარი” აქტიურად ჩაერთო პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში – VET Connect 2.0 – International Week of Vocational Partnerships, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბით ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და წარმოადგენდა პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კვირეული ჩატარდა 2025 წლის 19-21 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ევროპისა და აზიიდან, მათ შორის საქართველომაც.

კოლეჯი „ოპიზარი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე იყო აღნიშნულ კვირეულში.

🔶 კვირეულის პირველ დღეს კოლეჯის დირექტორი დაესწრო გახსნით კონფერენციას, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო: პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციები, საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში.

🔶 თემატური სესიების ფარგლებში კოლეჯმა წარადგინა პრეზენტაციები მშენებლობისა და მოდის დიზაინის მიმართულებით, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტაციებში ხაზგასმით იქნა წარმოდგენილი კოლეჯის ხედვა, სწავლების ინოვაციური მიდგომები და თანამშრომლობის პოტენციალი.

🔶 კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ კოლეჯ „აისს”, სადაც გაეცნენ სპეციალურად მოწყობილ სასწავლო სივრცეებს და გააგრძელეს თემატური სესიები. სწორედ ამ ლოკაციაზე კოლეჯმა „ოპიზარმა” კვლავ წარადგინა მოდის დიზაინის მიმართულების პრეზენტაცია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესიც გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

კოლეჯი „ოპიზარი” განაგრძობს აქტიურ ჩართულობას პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში და მომავალშიც გეგმავს საერთაშორისო პარტნიორული კავშირების გაფართოებას.