2026 წლის 5 მარტს, კოლეჯ „ოპიზარის“ გუნდს ახალი დირექტორი — ქალბატონი მერი სახამბერიძე — პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა თამარ კვინიკაძემ, ოფიციალურად წარუდგინა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კოლეჯის ინსტიტუციურ განვითარებაზე, ყოფილი დირექტორის ღვაწლზე, მიმდინარე რეფორმებზე, სამომავლო პრიორიტეტებსა და ახალი დირექტორის ხედვაზე.
კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა, ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა, მიულოცა ახალ ხელმძღვანელს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.
კოლეჯი „ოპიზარის“ გუნდი გულითადად ულოცავს ქალბატონ მერი სახამბერიძეს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას კოლეჯის განვითარების გზაზე.



