27 ოქტომბერს სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ ორგანიზაცია ეკოხედვის“ ორგანიზებით გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი თემაზე: გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში“.

სემინარში მონაწილეობდნენ კოლეჯის სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება გარემოსდაცვით თემებზე და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის პროცესში.

სემინარის ფარგლებში ორგანიზაცია „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა გააცნეს მონაწილეებს ქვეყნის გარემოსდაცვითი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, ისაუბრეს სატყეო რეფორმის მიმდინარეობასა და მიზნებზე, აგრეთვე განიხილეს ენერგოეფექტურობა და თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიები.