3 დეკემბერს კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული მინი ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური სერვისების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
ტურნირში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიული პროგრამების სტუდენტები: შედუღება, ადმინისტრაციული სერვისები, სატყეო საქმე, ვეტერინარია, ელექტროობა.
დაძაბული და საინტერესო მატჩების შემდეგ, ფინალში ერთმანეთს ვეტერინარიისა და სატყეო საქმის სტუდენტთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონობა სატყეო საქმის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 3:7. გამარჯვებულ გუნდს თასი პირადად გადასცა კოლეჯის დირექტორის მოადგილემ – მავრა ტატალაშვილმა.
ჩემპიონატი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და კოლეჯის სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად სპორტულ აქტივობას წარმოადგენს.



