19 მარტს კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის სოციალური მუშაკის მრავალმხრივი ფუნქციებისა და მოქმედი სახელმწიფო სერვისების გაცნობა.

შეხვედრა ჩატარდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

  • სოციალური მუშაობის არსი, მნიშვნელობა და საქმიანობის სპეციფიკა;
  • ბავშვთა დაცვისა და ოჯახების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები;
  • ხანდაზმულთა მხარდაჭერისა და შშმ პირთათვის არსებული სერვისები;
  • ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მექანიზმები;
  • სოციალური მუშაკის დასაქმების შესაძლებლობები.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სოლიდარობის განმტკიცებასა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების ჩამოყალიბებას.