22 დეკემბერს, კოლეჯ „ოპიზარში“, საქართველოს შეფთა ასოციაციის ორგანიზებით, შიდა კულინარიული კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის მთავარი მიზანი პროფესიული განათლების გაძლიერება და სტუდენტების პრაქტიკული უნარების წარმოჩენა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის — „კულინარიის ხელოვნება“ სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოავლინეს.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტების ნამუშევრების შეფასება მიმდინარეობდა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: ტექნიკური შესრულება, კერძის გემო, სისუფთავის ნორმების დაცვა, კრეატიულობა.
მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.
კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებს დიპლომები გადაეცათ და მიწვეულნი არიან ეროვნულ კულინარიულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
გარდა ამისა, კოლეჯის დირექციის ინიციატივით, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა კოლეჯის ლოგოთი ბრენდირებული საჩუქრები, როგორც სტუდენტების შრომისა და მონდომების დაფასების სიმბოლო.
კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის საქართველოს შეფთა ასოციაციას, ჟიურის წევრებსა და თითოეულ მონაწილეს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის, რაც პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.






