20 იანვარს, კოლეჯ „ოპიზარში“ კომპანიასთან „სანო – ცხოველთა თანამედროვე კვება“ თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ცხოველთა კვების თანამედროვე მიდგომები – კვების რაციონები“.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული გერმანელი ექსპერტი ვიქტორ სიმენსი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტები, ინოვაციური მეთოდოლოგიები და პრაქტიკული რეკომენდაციები.
შეხვედრას დაესწრნენ კოლეჯის სოფლის მეურნეობის მიმართულების სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები, რომლებმაც მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა ცხოველთა კვების ეფექტური დაგეგმვის შესახებ.
კოლეჯი „ოპიზარი“ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას დარგობრივ ექსპერტებსა და კერძო სექტორთან, რათა სასწავლო პროცესი მუდმივად პასუხობდეს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს.



