2025 წლის 15 სექტემბერს კოლეჯ „ოპიზარში“ ოფიციალურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.

შეხვედრის პირველ ნაწილში, სასწავლო აუდიტორიებში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ პროფესიულ მასწავლებლებს და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შემაჯამებელი ნაწილი გაიმართა კოლეჯის სააქტო დარბაზში. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კოლეჯის დირექტორმა, ხოლო მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს დირექტორის მოადგილემ, სასწავლო პროცესის მენეჯერმა და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • სასწავლო პროცესის ორგანიზება და მიმდინარეობა
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობები

ასევე, შეხვედრის ფარგლებში დაანონსდა, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილი იქნება ინდივიდუალური შეხვედრები სტუდენტთა ჯგუფებთან, სადაც აღნიშნული თემები უფრო დეტალურად განიხილება.

კოლეჯი „ოპიზარი“ ულოცავს ახალ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებას როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.