2025 წლის 25 ნოემბერს კოლეჯ „ოპიზარში“ ოფიციალურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის სააქტო დარბაზში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ახალ სტუდენტებთან, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, გათამაშდა კოლეჯის ლოგოთი ბრენდირებული მაისურები და თითოეულ სტუდენტს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა გადაინაცვლეს სასწავლო აუდიტორიებში და უშუალოდ გაიცნეს პროფესიული განათლების მასწავლებლები.
კოლეჯი „ოპიზარი“ ულოცავს ახალ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებას როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.



