სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის — „მწვანე მომავალი: კლიმატის გზამკვლევი“ — მეორე ნაკადზე.

კურსის ფარგლებში მონაწილეები:

  • გააცნობიერებენ კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებს (გლობალური და ადგილობრივი);
  • ისწავლიან ეკო-მეგობრულ ჩვევებს — ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა, წყლის დაზოგვა;
  • გაეცნობიან ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობას;
  • განივითარებენ მოქალაქეობრივ აქტიურობას და კამპანიების დაგეგმვის უნარს.

რეგისტრაციის პერიოდი: 10 თებერვალი – 26 თებერვალი

კურსის განხორციელების პერიოდი: 2 მარტი – 3 აპრილი

კურსი შედგება 10 შეხვედრისგან, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კი 3 საათია. შეხვედრები ჩატარდება კოლეჯ „ოპიზარში“.

კურსს გაუძღვება კოლეჯის გარემოსდაცვითი საფუძვლების მასწავლებელი — ნათია დარბაიძე.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 15 წლის ასაკიდან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 599 19 08 93
ელ. ფოსტა: ndarbaidze777@gmail.com