2025 წლის 19 სექტემბერს კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენლები 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს ესტუმრნენ და სამხედრო მოსამსახურეებთან და რეზერვისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო: სამხედროებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობა, საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაცია და დასაქმების შესაძლებლობებზე ინფორმაციის გაზიარება.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კოლეჯის დირექტორმა, ბელა ავალიშვილმა და დირექტორის მოადგილემ, მავრა ტატალაშვილმა. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა, დარეჯან მითაიშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მომზადება/გადამზადების პროგრამების, დამსაქმებელთა საჭიროებებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლების შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები კოლეჯის წარმომადგენლებისგან.
კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის 104-ე ბატალიონს ღია თანამშრომლობისთვის და პროფესიული განათლებით დაინტერესებისათვის.


