საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომიტეტის წევრებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად კოლეჯ „ოპიზარს“ ეწვია.

კომიტეტის წევრებთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდნენ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალურ ხელძღვანელთან, ინა კაპანაძესთან ერთად.

სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, კოლეჯის საჭიროებებს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის სტუმრებს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია კოლეჯის შემდგომი განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმეში.