კოლეჯ „ოპიზარში“ 23 დეკემბერს საახალწლო აქტივობა გაიმართა, სადაც სტუდენტურმა გუნდებმა თავიანთი პროფესიის თემატიკით შექმნილი საახალწლო პროდუქტები წარმოადგინეს.

სტუდენტების მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს პროფესიული ცოდნა და შემოქმედებითი ხედვა. თითოეული პროდუქტი იყო არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის მატარებელი, არამედ პროფესიული უნარების, კრეატიული იდეისა და გუნდური შრომის შედეგი.

კოლეჯის დირექციის გადაწყვეტილებით, ყველა გუნდი დაჯილდოვდა „ნამცხვრისა და პიცის სახლის“ სასაჩუქრე ვაუჩერით — სტუდენტების შრომის დაფასებისა და მხარდაჭერის ნიშნად.

ღონისძიების დასასრულს, ახალგაზრდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა. მათ სტუდენტებს წარმატებები, ახალი შესაძლებლობები და პროფესიული წინსვლა უსურვეს 2026 წელს, მომავლის რწმენითა და მოტივაციით სავსე სიტყვებით.