
სსიპ კოლეჯი „ოპიზარის“ პედაგოგები და სტუდენტები, სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დაესწრნენ სლოვენიელი სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასებს.
🔹 მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს კოლეჯის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.
🔹 სლოვენიაში გადამზადებული პედაგოგები სამომავლოდ თავად გაუძღვებიან ტრენინგებს, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი განათლების პროცესს.
სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ მადლობას უხდის პარტნიორებს ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის!


