კოლეჯის მისიაა, უზრუნველყოს მოთხოვნად პროფესიებზე ორიენტირებული, პრაქტიკული და ინოვაციური განათლება, რომელიც ეფუძნება გლობალურ სტანდარტებს და ადგილობრივ საჭიროებებს.სამცხე-ჯავახეთის რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მაღალკვალიფიციური და სამოქალაქო ცნობიერების მქონე კადრების მომზადების გზით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში.
კოლეჯის ხედვაა, 2030 წლისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის დაკვეთის შესაბამისად სტუდენტის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოში პროფესიული უნარებისა და აზროვნების განვითარება. კოლეჯი იყოს სამცხე-ჯავხეთის რეგიონის ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული განათლების მიმართულებით.
კოლეჯის უმთავრესი ღირებულებებია:
- პროფესიონალიზმი და ხარისხის მაღალი სტანდარტი
- ინოვაცია და შემოქმედება
- თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- თანასწორობა, სამართლიანობა, გამჭირვალობა;
- მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემო;
- სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება
- ტოლერანტობა