9-16 ივნისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ვეტერინარიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ხითარიშვილმა, წარმატებით გაიარა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ინიცირებული კონკურსის შესარჩევი ეტაპები სოფლის მეურნეობის მიმართულებით და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ტრისდორფის კოლეჯში.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაძლიერება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.

ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ვეტერინარიის პროგრამის განვითარების პროცესს და უზრუნველყოფს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას კოლეჯში.