ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები — მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი, მაია ბითაძე და ვლადიმერ ბოჟაძე — სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სსიპ კოლეჯ „ოპიზარს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა კოლეჯის ადმინისტრაციის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობით გამართეს შეხვედრა, რომლის დროსაც ისაუბრეს ეკოლოგიის, მწვანეტრანსფორმაციის, რეგიონის პრიორიტეტების, პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და მისი საჭიროებების საკითხებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პრაქტიკული მეცადინეობისთვის განკუთვნილი სასწავლო სივრცეები.
ამგვარი ვიზიტები ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობასა და რეგიონში პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას.





