
სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ ფრჩხილის მომსახურების პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით და სტუდენტური სერვისების სპეციალისტის მხარდაჭერით განხორციელდა ახალგაზრდული ინიციატივა — შეიქმნა კინოკლუბი, როგორც არაფორმალური განათლების სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა კულტურული განვითარების, კრიტიკული აზროვნების და ეფექტური კომუნიკაციის უნარების ხელშეწყობას.
15 ოქტომბერს კინოკლუბის ლიდერებთან ერთად გაიმართა საკლუბო საქმიანობის მოსინჯვა, რომლის ფარგლებში მოეწყო ფილმის „ზღარბი“ ჩვენება და შემდგომი განხილვა.
კინოკლუბი თვეში ერთხელ დაგეგმილი ჩვენებებისა და დისკუსიების ფორმატში იმუშავებს, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი აზრების, ემოციებისა და ხედვების გაზიარების შესაძლებლობა.