
სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსზე „აქტიური მოქალაქეობა მრავალფეროვან და ციფრულ სამყაროში“.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
- გააცნობიერებენ მრავალფეროვანი საზოგადოების მნიშვნელობას და თანაცხოვრების პრინციპებს;
- ისწავლიან უფლებებისა და მოვალეობების ამოცნობას ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- განივითარებენ პასუხისმგებლობას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე;
- დაეუფლებიან ციფრული მოქალაქეობის უნარებს, მათ შორის კრიტიკულ აზროვნებასა და მედია-წიგნიერებას;
- შეძლებენ საკუთარი სოციალურ ინიციატივის ან ციფრული კამპანიის დაგეგმვას და პრეზენტაციას.
კურსი შედგება 15 შეხვედრისგან, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კი 2 საათია. შეხვედრები ჩატარდება კოლეჯ „ოპიზარში“.
კურსს გაუძღვება კოლეჯის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და პროფესიით იურისტი — რატი ტატალაშვილი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 595 613 000
ელ. ფოსტა: ratitatalashvili@gmail.com
