სსიპ კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა IT მხარდაჭერის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს სწავლა და ახალი ეტაპი დაიწყეს პროფესიულ ცხოვრებაში. მათ პროფესიული პროგრამიდან მიღებულ ცოდნასთან ერთად,  CISCO-ს საერთაშორისო სერტიფიკატებიც გადაეცათ. სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს პირადად გადასცა კოლეჯის დირექტორმა, ქალბატონმა ბელა ავალიშვილმა მათი შრომისმოყვარეობისა და გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დასტურის ნიშნად.

ღონისძიება ტრადიციული ქუდების ცაში სროლით და მასწავლებლებთან სამახსოვრო ფოტოსესიით წარიმართა, რაც ამ დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა.

კოლეჯი „ოპიზარი“ ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს სწავლის წარმატებით დასრულებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას, ინოვაციურ იდეებსა და ახალ შესაძლებლობებს კარიერულ გზაზე.