
სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსზე „მწვანე მომავალი: კლიმატის გზამკვლევი“.
კურსის ფარგლებში მონაწილეები:
- გააცნობიერებენ კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებს (გლობალურ და ადგილობრივ);
- ისწავლიან ეკო-მეგობრულ ჩვევებს — ენერგოეფექტურობას, ნარჩენების მართვას, წყლის დაზოგვას;
- გაეცნობიან ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობას;
- განივითარებენ მოქალაქეობრივ აქტიურობას და კამპანიების დაგეგმვის უნარს.
კურსი შედგება 10 შეხვედრისგან, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კი 3 საათია. შეხვედრები ჩატარდება კოლეჯ „ოპიზარში“.
კურსს გაუძღვება კოლეჯის გარემოსდაცვითი საფუძვლების მასწავლებელი — ნათია დარბაიძე.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 599 19 08 93
ელ. ფოსტა: ndarbaidze777@gmail.com
