
რეიტინგულ სიაში შესულმა და კოლეჯ „ოპიზარში“ ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3×4);
- პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
- სამხედრო სააღრიცხვო დოკუმენტის ასლი ან რეზერვისტის დროებითი მოწმობა (27 წლამდე ასაკის ვაჟებისათვის);
- უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების აღიარების დოკუმენტი.
არასრულწლოვანი აპლიკანტებისათვის დამატებით საჭირო დოკუმენტები:
- დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
- საჭიროების შემთხვევაში – მშობლის მიერ გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა მზრუნველობის შესახებ.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ: დოკუმენტების არწარდგენა ან არასრულყოფილად წარდგენა ჩაითვლება ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველად.
