11 დეკემბერს კოლეჯ „ოპიზარს“ ეწვია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი — გივი მიქანაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე — ნათია გვირჯიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ვარლამ წიკლაური, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ხათუნა ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები.
სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასწავლო პროცესს, რის შემდეგაც მინისტრმა კოლეჯის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან განიხილა პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.



