2025 წელს ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ოპიზარსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბელა ავალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ, ოთარ ჩოკოშვილმა.
თანამშრომლობის მიზანია მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კოლეჯი და ფედერაცია ერთობლივად გეგმავენ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს, რაც მოიცავს ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზებას.


