სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის — აქტიური მოქალაქეობა მრავალფეროვან და ციფრულ სამყაროში — მეორე ნაკადზე.

კურსის ფარგლებში მონაწილეები:

  • გააცნობიერებენ მრავალფეროვანი საზოგადოების მნიშვნელობას და თანაცხოვრების პრინციპებს;
  • ისწავლიან უფლებებისა და მოვალეობების ამოცნობას ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • განივითარებენ პასუხისმგებლობას როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე;
  • დაეუფლებიან ციფრული მოქალაქეობის უნარებს, მათ შორის კრიტიკულ აზროვნებასა და მედია-წიგნიერებას;
  • შეძლებენ საკუთარი სოციალურ ინიციატივის ან ციფრული კამპანიის დაგეგმვას და პრეზენტაციას.

კურსი შედგება 10 შეხვედრისგან, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა კი 2-3 საათია. შეხვედრები ჩატარდება კოლეჯ „ოპიზარში“.

კურსს გაუძღვება კოლეჯის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და პროფესიით იურისტი — რატი ტატალაშვილი.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 15 წლის ასაკიდან.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 595 613 000
ელ. ფოსტა: ratitatalashvili@gmail.com