2026 წლის 7 აპრილს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინიციატივით, კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შრომითი მიგრაციის, თავშესაფრის მოთხოვნის, ტრეფიკინგისა და მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური თემები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ რისკებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც უკანონო მიგრაციას, შრომით ექსპლუატაციასა და სხვა მსგავს პროცესებს შეიძლება ახლდეს თან.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მათთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება და უსაფრთხო, ინფორმირებულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, პრევენციული მიდგომების გასაძლერებლად და მიგრაციის საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.