კურსის „მწვანე მომავალი: კლიმატის გზამკვლევი“  მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო

სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის — „მწვანე მომავალი: კლიმატის გზამკვლევი“ — მეორე ნაკადზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები: გააცნობიერებენ კლიმატის ცვლილების ძირითად გამოწვევებს (გლობალური და ადგილობრივი); ისწავლიან ეკო-მეგობრულ ჩვევებს — ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა, წყლის დაზოგვა; გაეცნობიან ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობას; განივითარებენ მოქალაქეობრივ […]

კოლეჯი „ოპიზარი“ პროფესიული მომზადების პროგრამებზე მიღებას აცხადებს

კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების შემდეგ პროგრამებზე: სახერხი ჩარხის მართვახანგრძლივობა: 12 კვირა (240 საათი)რეგისტრაციის პერიოდი: 8 თებერვალი – 8 მარტი ხე-ტყის დამზადებახანგრძლივობა: 8 კვირა (230 საათი)რეგისტრაციის პერიოდი: 8 თებერვალი – 8 მარტი სწავლის დაწყება სწავლის დაწყების თარიღია 23 მარტი […]

კურსის „აქტიური მოქალაქეობა მრავალფეროვან და ციფრულ სამყაროში“ მეორე ნაკადზე მიღება დაიწყო

სსიპ კოლეჯი „ოპიზარი“ აცხადებს მიღებას არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის — „აქტიური მოქალაქეობა მრავალფეროვან და ციფრულ სამყაროში“ — მეორე ნაკადზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები: გააცნობიერებენ მრავალფეროვანი საზოგადოების მნიშვნელობას და თანაცხოვრების პრინციპებს; ისწავლიან უფლებებისა და მოვალეობების ამოცნობას ყოველდღიურ ცხოვრებაში; განივითარებენ პასუხისმგებლობას როგორც ინდივიდუალურ, ისე […]

კოლეჯ „ოპიზარში“ ცხოველთა კვების მიმართულებით ტრენინგი ჩატარდა

20 იანვარს, კოლეჯ „ოპიზარში“ კომპანიასთან „სანო – ცხოველთა თანამედროვე კვება“ თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ცხოველთა კვების თანამედროვე მიდგომები – კვების რაციონები“. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული გერმანელი ექსპერტი ვიქტორ სიმენსი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა დარგში არსებული საერთაშორისო სტანდარტები, ინოვაციური მეთოდოლოგიები და პრაქტიკული რეკომენდაციები. […]

კოლეჯმა „ოპიზარმა“ და „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მემორანდუმი გააფორმეს

2025 წელს ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ოპიზარსა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ბელა ავალიშვილმა და ფედერაციის თავმჯდომარემ, ოთარ ჩოკოშვილმა. თანამშრომლობის მიზანია მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სტუდენტებისა და […]

პროფესიული განათლების სტუდენტებმა საახალწლო ნამუშევრები წარმოადგინეს

კოლეჯ „ოპიზარში“ 23 დეკემბერს საახალწლო აქტივობა გაიმართა, სადაც სტუდენტურმა გუნდებმა თავიანთი პროფესიის თემატიკით შექმნილი საახალწლო პროდუქტები წარმოადგინეს. სტუდენტების მიერ შექმნილმა ნამუშევრებმა ნათლად აჩვენა, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს პროფესიული ცოდნა და შემოქმედებითი ხედვა. თითოეული პროდუქტი იყო არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის მატარებელი, […]

კოლეჯ „ოპიზარში“ შიდა კულინარიული კონკურსი გაიმართა

22 დეკემბერს, კოლეჯ „ოპიზარში“, საქართველოს შეფთა ასოციაციის ორგანიზებით, შიდა კულინარიული კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მთავარი მიზანი პროფესიული განათლების გაძლიერება და სტუდენტების პრაქტიკული უნარების წარმოჩენა იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის — „კულინარიის ხელოვნება“ სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები რეალურ სამუშაო […]

კოლეჯ „ოპიზარს“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ეწვია

11 დეკემბერს კოლეჯ „ოპიზარს“ ეწვია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი — გივი მიქანაძე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე — ნათია გვირჯიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ვარლამ წიკლაური, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – საბა […]

კოლეჯ „ოპიზარში“ მინი ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა

3 დეკემბერს კოლეჯ „ოპიზარში“ გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული მინი ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური სერვისების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ტურნირში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიული პროგრამების სტუდენტები: შედუღება, ადმინისტრაციული სერვისები, სატყეო საქმე, ვეტერინარია, ელექტროობა. დაძაბული და საინტერესო მატჩების […]

კოლეჯ „ოპიზარში“ 2025 წლის საშემოდგომო მიღების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო

2025 წლის 25 ნოემბერს კოლეჯ „ოპიზარში“ ოფიციალურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის სააქტო დარბაზში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ახალ სტუდენტებთან, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, გათამაშდა კოლეჯის ლოგოთი ბრენდირებული მაისურები და თითოეულ სტუდენტს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრის […]