,,ენერგო-პრო ჯორჯიის“ მიერ, გამართულ ღია საგრანტო კონკურსში სსიპ კოლეჯი ,, ოპიზარის“ ელექტროობის სპეციალობის სტუდენტმა გიორგი ბუცხრიკიძემ მოიპოვა ყოველთვიური სტიპენდია სწავლის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. სწავლის პერიოდის დასრულების შემდეგ, გიორგი გაივლის პრაქტიკას „ენერგო-პრო ჯორჯიას” სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრში, სტაჟირების დასრულების შემდგომ კი მიეცემა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
მადლობას ვუხდით ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დარგის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებისათვის.