ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი: ორშაბათი – პარასკევი   10.00 -18.00 შესვენება 13.00 – 14.00

 ზოგადი დებულებანი 

  • ეს წესი არეგულირებს სსიპ კოლეჯის „ოპიზარი“ (შემდგომში – კოლეჯი) ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო ერთეულების გატანა-სარგებლობა- დაბრუნებასათან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს.
  • კოლეჯის ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკაში გაწევრიანების შემდეგ. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლიათ სტუდენტებს, პედაგოგებს და თანამშრომლებს.
  • გაწევრიანებისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც წარდგენილი უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეივსოს მკითხველის ბარათი საიდენთიფიკაციო ნომრით. ამის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი სერვისით.

წიგნების გაცემა და დაბრუნება

  • ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა ბეჭდური მასალის გატანის უფლებით სარგებლობენ      კოლეჯის პროფესიული სტუდენტები, პედაგოგები და პერსონალი.
  • წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის ვადა დამოკიდებული ეგზემპლიარების ოდენობაზე ბიბლიოთეკაში.
  • ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის ვადას ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი წიგნების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრავს ბიბლიოთეკარი.
  • მრავალ               ეგზემპლიარად             წარმოდგენილი             სახელმძღვანელო        ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გატანის მაქსიმალური ვადაა 20 დღე.
  • დაუშვებელია ბიბლიოთეკიდან ერთ პირზე ერთდროულად ორზე მეტი წიგნის გაცემა.
  • წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარად ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.
  • ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია დამატებით სხვა წიგნის გატანა.
  • გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე მკითხველივალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია იგი ხელახლა გაიტანოს (იმავე ვადით), იმ შემთხვევაში, თუ წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.
  • თუ მკითხველი ობიქტური მიზეზების გამო (მაგ: ავადმყოფობა, ქვეყანაში არ ყოფნა და სხვ.) ვერ აბრუნებს გატანილ მასალას წინასწარ განსაზღვრულ დროში, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიბლიოთეკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასალით სარგებლობის ვადა ჩაითვლება დარღვეულად.
  • ბიბლიოთეკარს შეუძლია მოითხოვოს გატანილი წიგნის ვადაზე ადრე დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია წიგნი დააბრუნოს შეტყობინებიდან ერთი დღის განმავლობაში.
  • ბიბლიოთეკარს უფლება აქვს არ გაატანოს წიგნი იმ პირებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან წიგნის დაზიანებასა და დაგვიანებით დაბრუნებაში.
  • ინტერნეტი და შიდა ქსელი სამკითხველო დარბაზში გამოიყენება მხოლოდ სასწავლოსამეცნიერო მიზნებისთვის.
  • მკითხელი უფლებამოსილია უფასოდ გადაიწეროს ბიბლიოთეკაში დაცული ან ინტერნეტით მოპოვებული ელექტრონული მასალები საკუთარ ელექტრონულ მატარებელზე.
  • კოლეჯი და ბიბლიოთეკა პასუხს არ აგებს მკითხველის მიერ ელექტრონული მასალების მოპოვების , გამოყენებისა და გავრცელების კანონიერებაზე.

საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა 

  • დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაზიანება.  
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანების ან/და დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.  
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბუნების ვადის გასვლიდან 14 სამუშაო დღის შემდეგ მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისებით სარგებლობა.  
  • საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან შინაარსობრივად ტოლფასად მიჩნეული საბიბლიოთეკო ერთეული, ან გადაიხადოს მისი ღირებულება.  
  • ბიბლიოთეკარი საკვალიფიკაციო კომისიას აწვდის ინფორმაციას იმ კურსდამთავრებულების შესახებ, რომლებმაც არ დააბრუნეს წიგნი ბიბლიოთეკაში. შესაბამისადბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტებზე არ გაიცემა დიპლომი 

პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით და კომპიუტერით სარგებლობა 

  • პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობისთვის მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკარს შესაბამისი მასალის მისაღებად.  
  • ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო ქსეროქსით, პრინტერითა და სკანერით მომსახურებას.  
  • თუ მკითხველი არ ფლობს პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერითა და სხვა აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს ბიბლიოთეკარი ვალდებულია, აღმოუჩინოს დახმარება.  
  • კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია: 

ა) ტექსტების შეყვანა და რედაქტირება; 

ბ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა; 

გ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით; 

დ) CD დისკების გამოყენება ბიბლიოთეკართან შეთანხმებით; 

ე) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა; 

ვ) კოლეჯის ინტერნეტ გვერდით სარგებლობა; 

ზ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.  

  • მკითხველს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება, საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით).  

ბიბლიოთეკაში ქცევის წესები 

  • ბიბლიოთეკაში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მკითხველს მუშაობაში.  
  • წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკარს.  
  • მკითხველი ვალდებულია გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.  
  • ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტებისა და სასმელის შეტანა, გარდა სასმელი წყლისა.  
  • წიგნით სარგებლობის შემდეგ დაუშვებელია მისი თვითნებურად თაროზე დაბრუნება, იგი უნდა გადაეცეს ბიბლიოთეკარს.  
  • მომხმარებელი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში წიგნზე მუშაობის დამთავრებისთანავე დააბრუნოს იგი. იკრძალება მომხმარებლის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნებართვოდ გატანა.  

სანქციები ქცევის წესების დარღვევისას 

  • მკითხველის მიერ თანამშრომლის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება კოლეჯის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული სასჯელი.  
  • მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.  
  • მკითხველის მიერ ბიბლიოთეკაში ქცევის წესების დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ბიბლიოთეკარს უფლება აქვს მკითხველს ჩამოართვას წიგნი და მოსთხოვოს სამკითხველო დარბაზის დატოვება.  

გარდამავალი დებულებანი 

  • წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ასევე ძალადაკარგულად გამოცხადება, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დირექტორის მიერ სათანადო ბრძანების გამოცემის გზით.