კოლეჯმა „ოპიზარმა” მიიღო მონაწილეობა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, რომელსაც ილია წინამძღვრიშვილის სახელობის პროფესიული კოლეჯი მასპინძლობდა. ღონისძიებაზე 10 ქვეყნის წარმომადგენელი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიკრიბნენ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისთვის.
კოლეჯმა „ოპიზარმა” ინგლისურენოვანი პრეზენტაციის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებას გააცნო თავისი საქმიანობა, სწავლების ინოვაციური მეთოდები და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება.
საერთაშორისო კვირეული კოლეჯისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინტერნაციონალიზაციის გზაზე. ღონისძიებამ ხელი შეუწყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. კოლეჯი „ოპიზარი” განაგრძობს განვითარებას და მზად არის ახალი საერთაშორისო გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის.


