სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „ოპიზარი“ მიმდინარე წლის 17 აპრილს ჩატარდა ღია კარის დღე სადიპლომო პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღებასთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯს სტუმრობდნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლობა და მოსწავლები, ბენეფიციარები.
გაიმართა პრეზენტაციები კოლეჯის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა. სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი სპეციალობები პრაქტიკული კუთხით, ხოლო პროექტში „პროფესიული უნარების განვითარება სკოლის მოსწავლეებში“ მონაწილე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უშუალოდ კოლეჯის ბაზაზე ჩაუტარდათ პრაქტიკული მეცადინოებები პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვის მიზნით.