მიმდინარე და განხორციელებული პროექტები
2007 წლიდან კოლეჯი ,,ოპიზარი” თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან (”UNDP”-ის). პროგრამების ფარგლებში ,,პროფესიულ განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა „ მოხდა სტუდენტების გადამზადება საამშენებლო, გადამამუშავებელ და სოფლისმეურნეობის პროფესიებში გადმზადდა 427 , ასევე ,,უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით’’. გადამზადდა 100 მსმენელი.
საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ- გეოგრაფიულ არეალზე, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ პროფესიული განათლების მიმართულებით არის ერთ-ერთი ცნობილი სასწავლებელი საქართველოში,რომელიც ფუნქციონირებდა,როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 1977 წლიდან სხვადასხვა სტატუსით. კოლეჯი მრავალდარგოვანია, რასაც ხელი შეუწყო “საქართველოს რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის” განსაზღვრამ. რამაც თავის მხრივ განსაზღვრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მრავალმხრივი განვითარების პროექტების განხორციელება, რაზედაც დამოკიდებულია შრომის ბაზრის მოთხოვნა, ხოლო ამ მოთხოვნიდან გამომდინარე კვალიფიციური მუშახელის მიწოდება.
წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა დაწესებულება. მრავალი წარმატებული რეფორმის შედეგად 2014 წელს კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ სტატუსი, რომელიც ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას და გეგმავს პრიორიტეტებს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. კოლეჯს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ფორმალური განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები.
ავტორიზაციის პროცესების პარალელურად იხვეწებოდა სასწავლო პროგრამები, შესაბამისი მატერიალური რესურსები. 2014 წლიდან კოლეჯი ჩართულია მოდულური პროგრამების პილოტირებაში, 2015 წლიდან კოლეჯი აქტიურად ჩაერთო პროფესიული პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების პროცესებში. 2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა გაიარა პილოტირება დუალური მიდგომით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მეცხოველეობა (მესაქონლეობა).
დღევანდელი მდგომარეობით კოლეჯში ავტორიზებულია 15 მოდულური საგანამანთლებლო პროგრამა (მათ შორის 2 დუალური). კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა პასუხობს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. საბიუჯეტო გრძელვადიან პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს კერძო პირების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.
კოლეჯი მუდმივად ზრუნავს ხარისხის ამაღლებისათვის, ჩართულია საქართველოში განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროცესში. 2016 წელს კოლეჯმა ერთერთმა პირველმა გაიარა პროფესიულ განათლების სივრცეში ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელი EFQM-ის (გზა სრულყოფისაკენ) ვალიდაცია.
ამჟამად კოლეჯში დასაქმებულია 55 მაღალკვალიფიციური პედაგოგი, კოლეჯს ყავს ასევე მოწვეული პერსონალი. ადამიანური რესურსის გადამზადება განხორციელდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და უცხოელი პარტნიორების დახმარებით. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიული განათლების დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. აღსანიშნავია მჭიდრო თანამშრომლობა ესტონეთის ქ. ტალინის „სამშენებლო სკოლასთან“, სატყეო საქმის პროგრამის განვითარებისათვის თანამშრომლობს ბავარიის ეროვნული სატყეო სააგენტოს სატყეო სასწავლო ცენტრებთან. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის “ოპიზარი“ საკუთრებაშია ქ. ახალციხე რუსთაველის ქ. #111 -ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართი 30674,00 კვ.მ მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობებით საერთო ფართით 3063.5 კვ.მ. დაწესებულების ბაზაზე არსებობს სასწავლო ლაბორატორიები და აუდიტორიები თეორიული სწავლებისათვის. კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. კოლეჯში პროფესიული სტუდენტებისათვის ინოვაციური იდეების განხორციელებისა და სტუდენტების მოტივაციის გაზრდის მიზნით, შეიქმნა და წარმატებისთ მუშაობს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატიორია „ ფაბლაბ ოპიზარი“. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ეხმარება ყველა პროფესიის სტუდენტებს საკუთარი კრიატიული იდეების განხორციელებაში, კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით. კოლეჯი ასევე ჩართულია CISCO-ს საერთაშორისო აკადემიის ქსელში.
ამავე პროგრამის ფარგლებში პრექტის ,, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების და გადამზადების, საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“ . აღიჭურვა ფერმერების კაბინეტ-ლაბორატორია, შეძენილი იქნა პორტატული ლაბორატორია ვეტერინარიაში ასევე პორტატული ლაბორატორია აგრომომსახურეობისავის და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღები და მცირე ტექნიკა.
ქართულ-ესტონურ პროექტში „ქართული პროფესიული განათლების და მომზადების ხელშეწყობის მხარდაჭერა“, კოლეჯი ჩართულია 2014 წლის 27 იანვარიდან. პროექტი მოიცავს ქართველი პროფესიული მასწავლებლების ტრენინგებს და პრაქტიკას ესტონეთის პარტნიორ სკოლებში მათი კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით. ჩვენი უშუალო პარტნიორია ესტონეთის, ქალაქ ტალინის პროფესიული სკოლა.
მიგრაციის საერთაშორის ორგანიზაციის IOM პროექტის ფარგლებში 2010 წლიდან ფუნქციონირებს ,,დასაქმებისა და კონსულტაციის ცენტრი ‘’, რომელთან თანამშრომლობითაც მოხდა ჩვენი სტუდენტების დასაქმება, ასევე მათი დაფინანსებით აღიჭურვა კოლეჯის სამზარეულო და საკონდიტრო.
კოლეჯი თანამშრომლობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტთან“, რომელიც არის უფლებადამცველი ორგანიზაცია. მას არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ერთობლივად იქნა განხორციელებული პრობაციონერი ახალგაზრდებისა და რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროექტები. პროექტების ფარგლებში სულ გადამზადებული იქნა 65 ახალგაზრდა პრობაციონერი და ყოფილი პატიმარი.